მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს მილიარდერების ქონება რეკორდულად იზრდება

5bdc388a34e7e
ანუკა ჯოხაძე
02.11.18 20:00
1029
შვეიცარიული ბანკის, UBS-ის ახალი ანგარიშის თანახმად გასულ, 2017 წელს მსოფლიოს მილიარდელებმა, ისტორიაში ყველაზე მეტი შემოსავლების მიღება შეძლეს. მათი ქონება დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რაც 8.9 ტრილიონ ამერიკული დოლარის ტოლია. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ისეთ ოჯახებზე ნაწილდებოდა როგორებიცაა როტშილდები და როკფელერები. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა იმაზე მეტი თანხის მობილიზება შეძლეს, ვიდრე მეოცე საუკუნის ცნობილმა მილიარდერებმა.

გასულ წელს, დაახლოებით 2158-მა მილიარდელმა შეძლო თავისი ქონება ჯამში 1,4 ტრილიონი ამერიკული დოლარით გაეზარდა, რაც ესპანეთისა და ავსტრალიის მთლიან შიდა პროდუქტზე მეტია.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მომავალი 20 წლის განმავლობაში, ამ ადამიანების ქონება კიდევ 3,4 ტრილიონი ამერიკული დოლარით გაიზრდება.

2017 წელს 44 ადამიანმა ანდერძის სახით 1 მილიარდის ოდენობის ქონება მიიღო. დღეს მსოფლიოს მასშტაბით 70 წლის 701 მილიარდელია, მათგან 30-ის ანგარიშებზე კი ჯამში მინიმუმ 1 ტრილიონი ამერიკული დოლარია. მომავალი 20 წლის განმავლობაში ამ ადამიანების ქონება ან შთამომავლებს გადაეცემათ ან ის ქველმოქმედების მიზნით იქნება გამოყენებული.

მილიარდერების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. დღეს აშშ-ში 373 მილიარდერი ცხოვრობს, რაც მსოფლიოს მდიდარი ადამიანების რაოდენობის დაახლოებით მეხუთედია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები