საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების იფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე მთელი დედამიწის 51.2% ( 3.9 მილიარდი ადამიანი ) ინტერნეტთან კავშირით უზრუნველყოფილი იქნება.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია რომ 13 წლის განმავლობაში აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის წილი რომელთან ინტერნეტთან წვდომა აქვთ 2.1% იდან 2018 წლსიათვის 24.4% მდე გაიზარდა.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის წილის ზრდა 51.3% დან 80.9% მდე აღირიცხა.
რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, ამ შემთხვევაში 7.7% -დან ზრდა 45.3% -მდეა. დსთ-ს ქვეყნებში, ინტერნეტზე წვდომის საშუალო წილი 71.3%-ია , ევროპაში - 79.6%.
ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების მიუხედავად, პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, რომელიც ცენზურისგან არის თავისუფალი. ჩინეთის ონლაინ ცენზურის მანქანას China's great firewall-ს უწოდებენ. "ჩინეთის ცენზურის დიდი კედელი" ქვეყანაში ბლოკავს ისეთ ვებგვერდებს, როგორიცაა Facebook, Google, Youtube, Gmail, Twitter-ი და სხვები.