მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ქვეყნების ტურისტული სლოგანები

5832925604576
მარიამ ადამია
21.11.16 10:19
7778
მსოფლიოში თითქმის ყოველთვიურად თუ არა, ყოველწლიურად მაინც სხვადასხვა მიმართულებით უამრავი რეიტინგი და ინდექსი ქვეყნდება, ამიტომ ალბათ გასაკვირი არაა რომ არსებობს ქვეყნების ტურისტული სლოგანების რეიტინგიც, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის ხასიათსა და ტრადიციებს ასახავს და ამავდროულად მოგზაურობის მოტივაციასაც აჩენს, თუკი ზოგადად ეს ვინმეს სჭირდება სამოგზაუროდ. ასე მაგალითად, "ნიუ-იორკ, მე შენ მიყვარხარ," ან "ყველაფერი რაც ლოს-ანჯელესში ხდება, აქვე რჩება" - ეს არის სლოგანები, რომლებიც ერთ-ერთ სავიზიტო ბარათაც კი იქცა ორივე ქალაქისთვის, საინტერესოა ასევე კოლუმბიის ტურისტული სლოგანიც: „კოლუმბია მაგიური რეალობაა." ეკვადორში ფიქრობენ, რომ ყველაფერი რაც გჭირდებათ, ეს მხოლოდ ეკვადორია". ვენესუელა კი თქვენი დანიშნულების ადგილია, სწორედ ასე მოგვიწოდებს, ქვეყნის სლოგანიც. რაც შეეხება ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანას, სლოგანის მიხედვით, ალბათ ჩილე შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან აქ "All are welcome".
სლოგანების მიხედვით, როგორც ირკვევა ყველაზე ბედნიერი ქვეყანა დანიაა. ბრიტანეთში კი ამბობენ, რომ გაერთიანებული სამეფო, "არის გასაოცარი მომენტების სახლი".

"ნახე, იგრძენი, შეიყვარე" - ასე ჟღერს, ლიტვის ტურისტული სლოგანი, რომელიც ნამდვილად აჩენს ამ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილს. ნაკლები ორიგინალურობით გამოირჩევა საფრანგეთი სლოგანით, "პაემანი საფრანგეთთან." სამაგიეროდ, ესპანეთი გამოირჩევა ორიგინალურობით და ამბობს, რომ „ ესპანეთი დეტალებშია.“ რაც შეეხება ბერძნებს, ფიქრობენ, რომ ყველა დროის კლასიკა, სწორედ საბერძნეთია.

რაც შეეხება საქართველოს, ერთი შეხედვით, ჩვენი სლოგანი თითქოს ბრიტანეთისას ჰგავს, ასე მაგალითად, "საქართველო, ცხოვრების საუკეთესო მომენტებითვის." ხოლო მეზობელ ქვეყნებს თუკი გადავხედავთ, თურქეთი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ მათი სტუმარი, ასევე სომხეთიც, "ესტუმრე სომხეთს, აქ ლამაზია". ყველაფერი შენს შესახებ ასე ჟღერს უკრაინის სლოგანი, ხოლო მეზობელი რუსეთი მოგვიწოდებს -“ აღმოაჩინე შენი რუსეთი.“