მსოფლიოს რომელ ქალაქებშია მუშაობა და ცხოვრება ყველაზე კარგი? - ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პორტალმა Kisi-მ კვლევა აწარმოა - Work-Life-Balance მსოფლიოს 40 ქალაქში ჩატარდა.
მთავარი კრიტერიუმები სამუშაოს დაწყების დრო, სამუშაო საათები კვირაში, სადაზღვევო პაკეტი, სოციალური პირობები, ხელფასი, LGBT-თემის მდგომარეობა, უსაფრთხოება, გარემოს დაბინძურება, თავისუფალი დროის მრავალფეროვანი გატარება და ზოგადი კმაყოფილება იყო.

ამ კრიტერიუმების საუკეთესო დაცვისთვის TOP-ათეულში მოხვდნენ: ჰელსინკი, ოსლო, სტოkჰოლმი, ციურიხი, ბარსელონა, პარიზი, ვანკუვერი, გერმანიის ქალაქები; ბერლინი, მიუნხენი და ჰამბურგი.
ფინეთის დედაქალაქში წელიწადში 30 დასვენების დღე აქვთ. კმაყოფილების მაჩვენებელი კი, 100% -დან 100%-ს შეადგენს.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა მალაიზიაშია. კუალა ლუმპურში კვირაში 46 საათი მუშაობენ, ხოლო დასვენება წელიწადში 7 დღეს გრძელდება. მსგავსი ვითარებაა სინგაპურშიც, სადაც კვირაში 44,6 საათი უწევთ მუშაობა, დასვენება კი, აქაც წელიწადში 7 დღით განისაზღვრება.

























