2023 წლის განმავლობაში, 1 იანვართან შედარებით აშშ დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად კოლუმბიური პესო გამყარდა. ვალუტის ღირებულება წელს 16%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა ავღანური ავგანი, რომელიც წელს 12%-ით გამყარდა, მესამე ადგილზეა შრი-ლანკის რუპია 11%-იანი გამყარებით. რაც შეეხება ქართულ ლარს ის წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით მხოლოდ 1.2%-ით არის გამყარებული. რუსული რუბლი 32%-ით გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათის კურსი უცვლელია, სომხური დრამი 1.5%-ით გამყარდა, ხოლო თურქული ლირა კი 45.7%-იანი ვარდნით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაუფასურებული ვალუტაა.