განახლებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისა და მთლიანად ტურნირის საუკუნესო მოთამაშედ 23 წლის ინგლისელი ფორვარდი კოულ პალმერი დასახელდა, რომელმაც ტურნირზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო უშუალოდ ფინალში დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
მთლიანად კარიერაში პალმერმა 7 ტიტულის მოგება მოახერხა. “მანჩესტერ სიტის” რიგებში თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის, ასოციაციის თასის, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასი თასი მოიგო. რაც შეეხება “ჩელსის” ლონდონში მისთვის საკლუბო მუნდიალი მხოლოდ მეორე ტიტულია, მანამდე მაისში უეფას რანგით მესამე ტურნირი, კონფერენს ლიგა მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ პალმერმა ინგლისის 21 წლამდე ნაკრებთან ერთად 2023 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, რომლის თანამასპინძელიც საქართველო იყო. ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია, გოლითაც გამოირჩა, თუმცა “სამი ლომი” მაინც დამარცხდა.
ფინალში, სადაც კონფერენს ლიგის გამარჯვებული ლონდონის “ჩელსი” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “პარის სენ ჟერმენი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ინგლისელებმა მოიპოვეს.




























