მსოფლიოს სპილენძის მომპოვებელმა უმსხვილესმა მაღარომ Escondida მუშაობა შეაჩერა, - მაღაროელთა კავშირის Union No.1 ლიდერის პატრისიო ტაპიას განცხადებაზე მითითებით წერს Reuters.
ტაპიამ აღნიშნა, რომ ინგლის-ავსტრალიის სამთო მოპოვებითი სფეროს უმსხვილესი კომპანია BHP Billiton ამ გადაწყვეტილებამდე მაღაროელთა გაფიცვამ მიიყვანა.
მაღაროელთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, მუშაობა მაღაროს საკვანძო ობიექტებზე გაჩერდა.
მაღარო Escondida ჩრილოეთ პერუში ატაკამას უდაბნოში მდებარეობს. 2015 წელს აღნიშნულ მაღაროში მსოფლიოში წარმოებული სპილენძის 6% მოიპოვებოდა.

























