მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უდიდესმა ქარის ტურბინამ ერთ დღეში გამომუშავებული ენერგიით მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ქარის ელექტროსადგური

მსოფლიოს უდიდესმა ქარის ელექტროსადგურმა ერთ დღეში გამომუშავებული ენერგიის მოცულობით რეკორდი მოხსნა. ოფშორულ სადგურ Goldwind-ის ტურბინა ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, ღია ზღვაშია აშენებული.

1-ელ სექტემბერს ტურბინამ, რომლის დიამეტრიც 252 მეტრია, 24 საათში 384.1 მეგავატ/საათის ოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა, რისი მიზეზიც სამხრეთ ჩინეთში მომხდარი ბუნებრივი მოვლენა - ტროპიკული ციკლონია.

ეს მოცულობა 170 ათასი სახლის, 38 მილიონი LED განათების ან ელექტრომობილის მიერ 2.2 მილიონი კილომეტრის გასავლელად საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. 

მანამდე, ანალოგიური რეკორდი აგვისტოში, დანიაში დაფიქსირდა და გამომუშავებული ენერგია 364 მეგავატ/საათი იყო.

აღსანიშნავია, რომ ციკლონის შემთხვევაში ტურბინების უმრავლესობა მუშაობას წყვეტს, თუმცა Goldwind-ს საკუთარი ფრთის გასწორება მაღალსიჩქარიან ქარშიც შეუძლია. შესაძლოა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩინეთი ქარის ელექტროენერგიის გამომუშავებაში მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. მხოლოდ 2021 წელს ქვეყანაში იმაზე დიდი მოცულობის ოფშორული სადგური განთავსდა, ვიდრე დანარჩენ სახელმწიფოებში ბოლო 5 წლის განმავლობაში. ასევე, ჩინეთი 2022 წელს გლობალურად წარმოებული ქარის ენერგიის 49%-ზეა პასუხისმგებელი, მთლიანად ევროპის კონტინენტი კი - 47%-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები