კამერუნის პრეზიდენტმა, 92 წლის პოლ ბიამ განაცხადა, რომ 2025 წლის ოქტომბერში ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ბია ქვეყანას 1982 წლიდან მართავს და ამ ეტაპზე არა მხოლოდ ყველაზე ასაკოვანი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მოქმედი პრეზიდენტია მსოფლიოში.
მისი მმართველობის პერიოდში კამერუნმა ფორმალურად მრავალპარტიული სისტემისკენ გადაინაცვლა, თუმცა ბიას ხანგრძლივა მმართველობას თან სდევს კორუფციისა და ძალაუფლების კონცენტრაციის ბრალდებები. ბია არაერთხელ გადაურჩა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს.
2008 წელს მისი ინიციატივით კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რამაც პრეზიდენტის ვადებზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა და ბიას საშუალებას მისცა, თანამდებობაზე დარჩენა განეხრძოლებინა.
მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებისა და ოპოზიციის გააქტიურებისა, ბიას პარტიაში მიიჩნევენ, რომ ის მორიგ არჩევნებშიც გაიმარჯვებს და პრეზიდენტობას მე-8 ვადით გააგრძელებს.


























