წელს ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა, 250-მდე ღვინოს წელს 5 ქვეყნიდან 7 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს.
კონკურსის თავჯდომარე ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინია, რომელიც მრავალი ჯილდოს მფლობელია, ასევე, ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავალი სხვა გამოცემის ავტორი.
ასევე, ჟიურის წევრები არიან:
ფელისიტი კარტერი - ღვინის ექსპერტი, მრავალი საერთაშორისო დეგუსტაციის ჟიურის წევრი;
ავრორა ჯუდი - ენოლოგი ( Reims Champagne-Ardennes), აღმოსავლეთ ევროპის ღვინის საწარმოთა კონსულტანტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი და ევროპაში ცნობილი ჟურნალების Anastassia Roncoletta-სერტიფიცირებული სომელიე იტალიიდან, ასევე, ბრიტანეთში ჩატარებული ღვინის კონკურსების ჟიურის წევრი;
ტეილორ პარსონსი -სომელიე ამერიკიდან;
ჩან ჯუნ პარკი - ღვინის ჟურნალისტი, აზიაში ერთადერთი ოაივის სტანდარტის ღვინის კონკურსის დირექტორი;
მეთ ვილკინი - მასტერ სომელიე დიდი ბრიტანეთიდან;
ლევან მეხუზლა - ენოლოგი - საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე;
მიხეილ მესხი - ღვინის ექსპერტი;
ანა გოდაბრელიძე - ინჟინერ-ტექნოლოგი, ღვინის ექსპერტი.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან რვა კატეგორიაში გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, გაისინჯება 250-მდე ღვინის ნიმუში.
კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ქართული ღვინის ისე კონკრეტული მეღვინეობების პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო ბაზარზე.

ჟიურის ყველა წევრი თავის ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გადაწყვეტილებაში.
დაჯილდოება გაიმართება 3 ივნისს, ექსპოჯორჯიაში, გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნებას კი შემდეგ დღეს გამოფენაზე შეძლებთ.
(რ)

























