მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში 8,7 მილიარდი დოლარი დაკარგა

568bb81b0fb80
BM.GE
05.01.16 16:31
1562
2016 წლის პირველი სავაჭრო დღე მომგებიანი არ აღმოჩნდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 5 ადამიანის დანაკარგმა ერთ დღეში 8,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბლუმბერგის მილიონერების ინდექსის მიხედვით, გუშინ 3,7 მილიარდი დოლარის დანაკლისი მიიღო ჯეფ ბეზოსმა, მას შემდეგ რაც ამაზონის აქციების ფასი 5,8 პროცენტით დაეცა. 2,5 მილიარდის ზარალი მიიღო ამანსიო ორტეგამ. ჯამში 2,5 მილიარდი დაკარგეს უორენ ბაფეტმა, ბილ გეითსმა და კარლოს სლიმმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები