მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების ათეული

5c13ac86888fa
BM.GE
14.12.18 17:20
1338
მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტები, - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას forbes.ge, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

ევროპის ყველაზე დიდი პორტები ჯამში არ იღებენ იმდენ ტვირთს, რამდენსაც ჩინეთის შანხაის პორტი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ პორტადაა აღიარებული. ყველაზე მსხვილი პორტების სიას ყოველწლიურად მსოფლიო გადაზიდვების საბჭო (World shipping council) აქვეყნებს. ყველაზე დატვირთულ 10 პორტს შორის რაოდენობრივადაც ჩინური ნავსადგურები ლიდერობს.

10 ყველაზე დატვირთული პორტი:

1. ჩინეთი, შანხაის პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა (2016 წ): 37.1 მლნ TEU (ერთეული, რომელიც განსაზღვრავს ტერმინალის ტვირთის გატარების სიმძლავრეს, 20-ფუნტიანი კონტეინერის ექვივალენტი)
2. სინგაპური
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 30.90 მლნ TEU
3. ჩინეთი, Shenzhen-ის პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 23.97 მლნ TEU
4. ჩინეთი, Ningbo-Zhoushan-ის პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 21.60 მლნ TEU
5. სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, Busan-ის პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 19.85 მლნ TEU
6. ჰონგ კონგი, ჩინეთი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 19.81 მლნ TEU
7. ჩინეთი, Guangzhou Harbor-ის პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 18.85 მლნ TEU
8. ჩინეთი, Qingdao-ს პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 18.01 მლნ TEU
9. არაბეთის გაერთიანებული საემიროები, Jebel Ali-ის პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 15,7 მლნ TEU
10. ჩინეთი, Tianjin-ის პორტი
გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა: 14.49 მლნ TEU

ევროპაში ყველაზე დატვირთული პორტი კი, ნიდერლანდების სამეფოს აქვს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკავებს წლიური 12.38 მლნ TEU კონტეინერით. მას მოსდევს ანტვერპენის პორტი, რომელიც წლიურად 10 მლნ TEU კონტეინერზე მეტს ამუშავებს. ოცეულში შედის გერმანიაც. კერძოდ, ჰამბურგის პორტმა მხოლოდ 2016 წელს 8.9 მლნ TEU კონტეინერი გადაამუშავა. რაც შეეხება აშშ-ს, ლოს ანჯელესის პორტი სიაში მეთვრამეტე ადგილზეა 8.86 მლნ TEU კონტეინერით.