მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი ლიდერს იცვლის

57a467c5598ba
BM.GE
05.08.16 14:10
3060
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის გასვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ლონდონმა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის სტატუსი დაკარგა. უძრავი ქონების სააგენტო Savills-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ყველაზე ძვირი ქალაქის პოზიცია ნოი-იორკსა და ჰონგ-კონგს დაუთმო.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ლონდონი აღნიშნული სიის სათავეში ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ ივლისში ფუნტის მკვეთრი გაუფასურების და ბრიტანეთის უძრავი ქონების ბაზარზე გაჩენილი რყევების ფონზე, ლონდონმა პოზიცია დაკარგა. ამავე დროს, ანალოგიურ პერიოდს ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარზე ფასების გაზრდა დაემთხვა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების სიაში ტოკიოს პოზიცია გაუმჯობესდა. იაპონიის დედაქალაქმა აღნიშნული რეიტინგის მეოთხე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის მოახლოებასთან ერთად, ლონდონში ახალი, დაუმთავრებელი სახლების შეძენაზე მოთხოვნა 34%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბრიტანეთის დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 6.9 000-დან 4.6 000-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები