მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიები

59b52b83ae9b3
BM.GE
10.09.17 16:09
3279
Statista მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ლიდერი აპრილის მონაცემებით Apple-ა. 1976 წელს კალიფორნიაში სტივ ჯოფსის და სტივ ვოზნიაკის მიერ დაარსებული კომპანიის საბაზრო ღირებულება 752 მილიარდი დოლარია. პირველი პროექტი, რომელიც განახორციელეს ჯობსმა და ვოზნიაკმა იყო მოწყობილობა BlueBox. ეს იყო ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ტელეფონის ქსელში აგზავნიდა იმპულსებს და მწყობრიდან გამოყავდა სატელეფონო სადგური. ამ მოწყობილობით შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უფასოდ დარეკვა. მათ შეძლეს 200 –ზე მეტი Bluebox –ის შექმნა და გაყიდვა.

Apple-მა Iphone 8-ის წარდგენის თარიღი დაასახელა. ახალი მოდელის პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართება. კომპანია გეგმავს, 3 ახალი პროდუქტი წარადგინოს: აიფონის ახალი მოდელი, Apple TV-ის სეთ ტოპ ბოქსი, რომელსაც შეუძლია ტრანსლირება უმაღლესი ხარისხით მოახდინოს, ასევე, Apple Watch-ის ახალი ვერსია. ღონისძიება პირველად ჩატარდება Apple Park-ის ახალ კამპუსში, კალიფორნიაში. პრეზენტაცია იმ დარბაზში გაიმართება, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის სტივ ჯობსის სახელობისაა. წინასწარი ინფორმაციით, Apple-მა ღილაკ Home-ზე უარი თქვა და თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID სახის სკანერი Face ID-ით შეცვალა. iPhone 8 მაღალი ხარისხის მეტალისგან არის დამზადებული. სმარტფონის უკანა საფარი უკაბელო დატენვის მხარდასაჭერად მინისგან არის, ტელეფონი ვერტიკალური ორი კამერით იქნება აღჭურვილი და 5-8 დიუიმიანი OLED-ეკრანი ექნება.

Alphabet-ი. კარგად ნაცნობი Google_ს მშობელი გახლავთ. ბრენდის დასახელება – Alphabet ორი მიზეზით აირჩიეს. პირველი, ის Google-ის ენას და საბაზისო სინბოლოებს ასახავს. Alphabet – ასევე ნიშნავს “პირველი კლასის, დონის ინვესტიციას”. კომპანია 579,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მესამე ადგილზეა Microsoft. სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან "microcomputer-software". პირველად 1975 წელს, ბილ გეითსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა "micro-soft" გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება "Microsoft"-ი იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არის NASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაცია Apple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. მაიკროსოფტის ღირებულება 507.5 მილიარდი დოლარია.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან Amazon.com და Berkshire Hathaway 427 და 409.9 მილიარდი დოლარიანი საბაზრო ღირებულებით.

ხუთეულს მიღმაა Facebook. მარკ ცუკერბერგი ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა სტუდენტობის დროს დაწერილი პროგრამის წყალობით გახდა. Facebook-ის ოფოციალურ დაბადების დღედ 2004 წლის 4 თებერვალი ითვლება. ნოემბერში მას უკვე 1 000 000 მომხმარებელი ჰყავდა. ამ დროისთვის სოციალურ ქსელში 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. Facebook ის ფერი ცისფერი იმიტომ არის რომ მის შემქმნელს წითელი და მწვანე ფერის აღქმა არ შეუძლია. მარკ ცუკერბერგი უორენ ბაფეტისა და ბილ გეითსის მსგავსად ქონების 50% ს ქველმოქმედებაში ხარჯავს . ჟურნალმა Time_ მა მარკ ცუკერბერგი წლის ადამიანად ორჯერ 2010 და 2013 წლებში დაასახელა.

მეშვიდე პოზიციაზეა Johnson & Johnson _ კომპანიის ღირებულებით 338,6 მილიარდი. და მერვე ადგილზე მას JPMorgan Chase მოსდევს - ღირებულებით 306.6 მილიარდი. ეს არა მარტო საფინანსო კომპანია, არამედ მსოფლიოს უძველესი და უდიდესი საფინანსო დაწესებულებაა, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო ფინანსურ პროცესებზე.

მეცხრე ადგილზეა ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent Holdings, რომელიც ძირითადად WeChat-ის მიმოწერის პროგრამით და თამაშების წარმოებით არის ცნობილი. მისი საბაზრო ღირებულება 277.1 მილიარდი დოლარია .

ათეულის ბოლო ისევ საბანკო სფეროდან არის. კომპანია, რომელიც აშშ-ს, კანადასა და პუერტ-რიკოს დივერსიფიცირებულ, საფინანსო და სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. საბაზრო კაპიტალიზაციით უდიდესი და აშშ-ში სიდიდით მეოთხე ბანკი, ე.წ. ”დიდი ოთხეულის” მონაწილეა. 2008 წლის მიწურულს ბანკის მიერ, 12,7 მილიარდ დოლარად ღირებული Wachovia-ს შეძენამ ბანკს საშუალება მისცა, 2009 წელს აშშ-ს ყველაზე დიდ იპოთეკურ კრედიტორად ქცეულიყო. Wells Fargo-ს 6062 განყოფილება აქვს, რომლებიც 23 მილიონ კლიენტს ემსახურება. მისი ღირებულება ამ დროისთვის 274.4 მილიარდი დოლარია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები