მედიაპლატფორმა The Business Standard-მა თანამედროვე მსოფლიოს მონარქების ქონება შეისწავლა და გამოიკვლია, TOP 10 ყველაზე მდიდარი მონარქი აზიაში, შუა აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაში. რეიტინგი მათი უძრავი ქონების, ობლიგაციების და სხვა აქტივების მიახლოებითი ღირებულების მიხედვით შედგა.
მსოფლიოს უმდიდრესი მონარქი ტაილანდის მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნია, რომლის ქონებაც $43 მილიარდადაა შეფასებული. წარმოუდგენელი სიმდიდრე, რომელმაც მონარქს რეიტინგის პირველი ადგილი მოუტანა, ითვალისწინებს უძრავ ქონებას ბანგკოკში, ქვეყანაში ცემენტის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასა (Siam Cement) და ბანკს. 80 წლის განმავლობაში ტაილანდელი მონარქების ქონებას სამეფო კარის საკუთრების ბიურო განაგებდა, თუმცა 2016 წლიდან მას მეფე პირადად მართავს.
ბრუნეის სულთანი, ჰასანალ ბოლკი, $28 მილიარდად შეფასებული ქონებით, რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. მისი შემოსავლების დიდი ნაწილი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში განხორციელებული ინვესტიციებიდან მოდის - რომელიც ბრუნეის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია და მშპ-ში მისი კონტრიბუციაც მაღალია. მონარქის საკუთრებაშია ავტომობილების კოლექცია 7 000 ძვირად ღირებული მანქანით, რომელთა საერთო ღირებულებაც $5 მილიარდს აღწევს.
მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი შუა აღმოსავლეთის მონარქები ინაწილებენ. მეფე სალმან ბინ საუდი საუდის არაბეთიდან, შეიხი მოჰამედ ზაიედ ალ ნაიანი აბუ-დაბიდან და შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი რეგიონის უმდიდრესი ადამიანების რიგს განეკუთვნებიან და მათი ქონება $14 მილიარდიდან $18 მილიარდამდეა შეფასებული.
ევროპელი მონარქები ლუქსემბურგიდან და ლიხტენშტაინიდან რეიტინგის მეექვსე და მეშვიდე ადგილს იკავებენ, ყველაზე მდიდარი მონარქების ათეულს კი კატარისა და მოროკოს მონარქები ხურავენ.
აღსანიშნავია, რომ მონარქთა ქონების ზუსტი შეფასება თითქმის შეუძლებელია და სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შესაძლოა ათეულში ასევე ხვდებოდნენ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზიც და ესპანეთის მეფეც.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მონარქები - TOP 10
ქვეყანა | მონარქი | Net Worth (მლრდ აშშ დოლარი) |
ტაილანდი | მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნი | $43 |
ბრუნეი | სულთან ჰასანალ ბოლკი | $28 |
საუდის არაბეთი | მეფე სალმან აბდულაზიზ ბინ საუდი | $18 |
აბუ-დაბი | ამირა ხალიფა მოჰამედ ზაიედ ალ ნაიანი | $18 |
დუბაი | ამირა შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი | $14 |
ლუქსემბურგი | დიდი ჰერცოგი ჰენრი | $4 |
ლიხტენშტეინი | პრინცი ჰანს ადამ II | $4 |
კატარი | ამირა შეიხი ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანი | $2 |
მოროკო | მეფე მოჰამედ VI | $2 |
მონაკო | პრინცი ალბერტ II | $1 |