საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი განვითარებადი ბაზრები გლობალური ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ, რაც ძირითადად დემოგრაფიული ცვლილებებითა და მომხმარებელთა კლასის ზრდით იქნება განპირობებული. ამავე დროს, ნავარაუდევია ისიც, რომ არაერთი პატარა ქვეყნის ეკონომიკა, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი საბადოების გამო მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდება.