მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული

5ef248aeef77d
თამთა ჯიჯავაძე
23.06.20 23:01
2635
მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის ტიტული იაპონურმა Fugaku-მ მოიპოვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ამის შესახებ BBC წერს.

კერძოდ, Fugaku-ს სუპერკომპიუტერი 2.8-ჯერ უფრო მეტ კალკულაციას ასრულებს წამში, ვიდრე აშშ-ში შექმნილი IBM-ის სუპერკომპიუტერი. ეს ნიშნავს იმას, რომ იაპონურმა სუპერკომპიუტერმა სძლია ამერიკულს. შედეგად იაპონიამ პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციაზე გადაინაცვლა.

გარდა ამისა, იაპონური Fugaku ჩართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის მოდელირებას აკეთებს იმის, თუ როგორ ვრცელდება საოფისე სივრცეებში წვეთები.

ერთი ოთახის ზომის მოწყობილობა ქალაქ კობეშია განთავსებული. მას იაპონური ტექნოლოგიური კომპანია Fujitsu და Riken Institute-ი ექვსი წლის განმავლობაში ქმნიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები