მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები

5858daffb7be4
BM.GE
20.12.16 10:58
2793
მსოფლიოში მოსახლეობის უმეტესობა ქალაქად მცხოვრებია და მათთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხი უსაფრთხოებაა. Economist Intelligence Unit _ის მონაცემებით, რომელიც უსაფრთხოების ნაწილში ანგარიშებს ამზადებს, მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობის 82% ცხოვრობს ქალაქებში. Economist Intelligence Unit -ის ანგარიშის 40 ინდიკატორი 4 ძირითად თემად არის გაყოფილი: ციფრული უსაფრთხოება, ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და პირადი უსაფრთხოება, - ეს ყველა პუნქტი კი ჯამურად 100 ქულიანი შეფასებით სისტემაში იყრის თავს.

გამოკითხული 50 ქალაქიდან ტოპ პოზიციები 15-მა ქალაქმა დაიკავა, დომინანტი ქალაქები ამ თხუთმეტეულში აზიიდან არიან.

ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

15: ბარსელონა _ 75.16 ქულით; სამი წლის წინ ბარსელონას ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, გაეზარდა პოლიციელების რაოდენობა ქუჩებსა და მეტროებში. ამ სტრატეგიამ კონკრეტული შედეგი გამოიღო და დანაშაულის კოეფიციენტი 32%-მდე შემცირდა.
14. მონრეალი -74.6 ქულით. კანადის ეს ქალაქი მეოთხე ადგილს იკავებს ბიზნეს გარემოში და მერვე პოზიციაზე კვების უსაფრთხოების თავლსაზრისით, Economist Intelligence Unit-ის კრიტერიუმების მიხედვით მონრეალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა მსოფლიოში ცხოვრებისათვის.
13. ტაიპეი - 76.51 ქულით საერთო რეიტინგში მეცამეტე ადგილზეა, თუმცა მოწინავე პოზიციებს იკავებს მოქალქეთა პერსონალური უსაფრთხოების კრიტერიუმით.
12. სან-ფრანცისკო, - 76.63. 2014 წელს სან-ფრანცისკოში დააყენეს მთავრი პფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის მოსახლეობის პოპულაციაზე და მიგრაციაზე ერთდროულად.
11. ჰონგ კონგი _ 77.24 . ტოპ ხუთეულშია კიბერ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს კრიტერიუმი განაპირობებს მთელი ქალაქის რეიტინგს მეტერთმეტე პოზიციაზე.
10 ადგილზეა ნიუ-იორკი 78.06 ქულით. აშშ-ს ფინანსური კაპიტალით მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში ჯანდაცვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს კი იმას ნიშნავს რომ კარგად არიან მომზადებული ნებისმიერი დაავადების აფეთქების შემთხვევაში.
მე-9 ადგილზეა მელბურნი78.67 ქულით. ავსტრალიის ქალაქი მელბურნი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს დასკვნა საავტომობილო ავარიების და საგზაო უსაფრთხოების ძირითადი კვლევის შედეგად დადგინდა.
8. ტორონტო 78.81 ქულით.
7. ციურიხი, - შვეიცარული ქალაქი პირველ ადგილს იკავებს ინფრასტრუქტურული უსაფრთოების და ჯადაცვის უსაფრთხოების რეიტინგში, რაც მის ჯამურ რეიტინგს ზრდის.
6. სიდნეი, 78.91 ქულით. ტრანსპორტით გადაადგილების კუთხით სიდნეი ნომერ პირველია ამ კვლევაში.
5. ამსტერდამი 79.19 ქულით, ერთ ერთი ყველაზე პატარა ქალაქია ამ რეიტინში სადაც სულ რაღაც 800 ათასი მოსახლეა.
4 80.02 ქულით სტოქჰოლმი. შვეიცარიის დედაქალაქი კიბერუსაფრთხოების რეიტინგის 10-ეულში ერთადერთი ევროპული ქალაქია.
3. ჯამური კოეფიცინეტის მიხევდით 82.36 ქულით მესამე პოზიციაზეა oსაკა_-ოსაკა ლიდერია პირადი უსაფრთხოების კუთხით, თუმცა მცირეოდენი ჩამორჩენა აქვს კიბერ უსაფრთხოების კრიტერიუმში.
2. სინგაპური, ქალაქის 84-61 ქულით_ ლიდერის პოზიციებზეა პირადი უსაფრთხოების და ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით.
1 ტოკიო 85.63 ქულით. მსოფლიოში ყველაზე პოპულაციური ქალაქის ამ რეიტინგში ყველაზე მეტად უსაფრთხო ქალაქია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები