მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2016-2017 წლების ანგარიშის თანახმად, საქართველოს პოზიციები უსაფრთხოების კუთხით გაუარესდა. 2015-2016 წლების ანგარიშით, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს მე-16 ადგილი ეკავა, ახალი ანგარიშით კი 28-ე ადგილზე ჩამოქვეითდა. ქვეყნის უსაფრთხოება შემდეგი კომპონენტების საფუძველზეა შეფასებული: ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე, კრიმინალისა და ძალადობის გავლენა, ორგანიზებული დანაშულის დონე და პოლიციისადმი ნდობა ქვეყანაში. ბოლო ანგარიშის მიხედვით, ოთხივე კომპონენტის ქულა გაურესდა.
აღნიშნულ რეიტინგში უსაფრთხოების კომპონენტების შეფასება უშუალოდ ბიზნეს სექტორის გამოკითხვის შედეგად ხდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გასულ წელს ამავე რეიტინგის მიხედვით, რეგიონში, ანუ აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში, პირველ ადგილზე ვიმყოფებოდით.

























