ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, წიწილა ტაბაკა - ასეთია Tasteatlas-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოში საუკეთესო კერძების ასეულში ქართული კერძების ჩამონათვალი.
Tasteatlas-ის გვერდზე არსებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 10 927 კერძიდან, 395 205 მომხმარებლის შეფასების შედეგად 100-მა კერძმა უმაღლესი შეფასება მიიღო.
ქართული გასტრონომიის ისეთი კერძები კი როგორიცაა ხინკალი 4.6 ქულით შეფასდა და მან რეიტინგში 29-ე ადგილი დაიკავა. ვებგვერდი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს ხინკლის დაგემოვნებას დედაქალაქში სამ ლოკაციაზე ფუნიკულიორის კომპლექსში, „ამო რამესა“ და „ზოდიაქოში“ ურჩევენ.
100-ეულში 55-ე ადგილი ხაჭაპურმა 4.53 ქულით დაიკავა. ამ შემთხვევაში რეკომენდებული ადგილები თბილისში ფუნიკულიორის რესტორანი და კაფე სტამბაა, ბათუმში კი „პორტო ფრანკოა“
66-ე ადგილი 4.51 ქულით მწვადმა დაიკავა, რომლის დაგემოვნებასაც TasteAtlas-ის კვლევის ავტორები თბილისში რესტორან „კახელებში“ და კახეთში, კერძოდ სიღნაღში „ლალიში“ გვირჩევენ.
კიდევ ერთი ქართული კერძი, რომელმაც 100-ეულში 4.49 ქულით 92-ე ადგილი დაიკავა წიწილა ტაბაკაა. ამ შემთხვევაში რეკომენდებული ადგილი მითითებული არ არის.