Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში სულ 2,153 მილიარდერია, მათი ჯამური ქონება კი, $8,700,000,000,000-ს შეადგენს, ეს 2018 წელთან შედარებით $400,000,000,000-ით ნაკლებია.
უმდიდრესი ადამიანების ჯამური ქონების შემცირება 2018 წლის ბოლოს მსოფლიო საფონდო ბირჟებზე არსებულ ვარდნას უკავშირდება.
2019 წელსაც რეიტინგის სათავეში Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება $131 მილიარდად არის შეფასებული. სიაში $96 მილიარდით მეორე ადგილზე ბილ გეითსი იმყოფება.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ოცეული ასეთია:
- ჯეფ ბეზოსი - $131 მილიარდი;
- ბილ გეითსი - $96 მილიარდი;
- უორენ ბაფეტი - $82 მილიარდი;
- ბერნარ არნო & ოჯახი - $76 მილარდი;
- კარლოს სლიმი & ოჯახი - $64 მილიარდი;
- ამანსიო ორტეგა - $62.7 მილიარდი;
- ლარი ელისონი - $62.5 მილიარდი;
- მარკ ცუკერბერგი - $62.3 მილიარდი;
- მაიკლ ბლუმბერგი - $55.5 მილიარდი;
- ლარი პეიჯი - $50.8 მილიარდი;
- ჩარლზ კოხი - $50.5 მილიარდი;
- დევიდ კოხი - $50.5 მილიარდი;
- მუკეშ ამბანი - $50 მილიარდი;
- სერგეი ბრინი - $49.8 მილიარდი;
- ფრანსუაზა ბეტანკური & ოჯახი - $49.3 მილიარდი;
- ჯიმ უოლტონი - $44.6 მილიარდი;
- ელისონ უოლტონი - $44.4 მილიარდი;
- ბობ უოლტონი - $44.3 მილიარდი;
- სტივ ბალმერი - $41.2 მილიარდი;
- მა ჰუატენგი - $38.8 მილიარდი.
რაც შეეხება საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს, ეს ტიტული 2019 წელსაც ბიძინა ივანიშვილს აქვს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $4.9 მილიარდს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით $300 მილიონით მეტია.
ივანიშვილი რეიტინგში 365-ე ადგილზეა.

























