მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 59 მლნ მილიონერი ცხოვრობს

მილიონერი

მსოფლიოს მასშტაბით იმაზე გაცილებით მეტი მილიონერი ცხოვრობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. Kiplinger-ის კვლევითი დეპარტამენტის დათვლებით, ამჟამად მსოფლიოში 59 მილიონი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომლის ქონების შეფასება მილიონ დოლარს აჭარბებს.

ეს სია მოიცავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც, მაგალითად, მილიონად შეფასებულ უძრავ ქონებას ფლობენ ან თანხას დეპოზიტზე ინახავენ.

მონაცემებზე დაკვირვებიდან ჩანს, რომ ქონების უდიდეს ნაწილს უმდიდრესი მოქალაქეები საფონდო ბირჟაზე აბანდებენ, რაც ლოგიკურიც არის, რადგან, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქონების დაგროვების საუკეთესო საშუალება სწორედ ინვესტირებაა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 2027 წლამდე მილიონერების რაოდენობა 86 მილიონამდე გაიზრდება, რაც საფონდო ბირჟის აღმასვლით და უძრავი ქონების გაძვირებით იქნება განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები