მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ბუნებრივი აირის მარაგები შემცირდა

576b906da979c
BM.GE
23.06.16 11:30
2196
ოპეკმა მსოფლიოში ბუნებრივი აირის მარაგების შეფასება შეამცირა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ წელს მარაგები 0,3%-ით შემცირდა.
 
ოპეკის მონაცემებით, გაზის რეზერვებით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს - 49,54 ტრილიონი კუბური მეტრით. ბუნებრივი აირის რუსეთის დადასტურებული მარაგები წინა წლებთან შედარეიბთ შედარებით უცვლელი დარჩა.

მეორე პოზიცია 33.5 ტრილიონი კუბური მეტრით ირანს ერგო, რაც 2014 წლის ბოლოსთან შედარებით 1,5%-ით ნაკლებია.

მესამე და მეოთხე ადგილები კატარმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაინაწილეს - 24,299 ტრილიონი კუბური მეტრი და 11,01 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით. გასულ წელთან შედარებით, კატარის მარაგების შეფასება 0,9%-ით დაეცა, ხოლო აშშ-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები