მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, რომელებიც 2019 წელს გაკოტრდნენ

5e09ed4d7eb69
ნათია თაქთაქიშვილი
30.12.19 19:10
2611
2019 წელი ბევრი წამყვანი კომპანიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ რიცხვში მოხვდა ისეთი ბრენდები როგორიცაა: Forever 21-ი, Diesel-ი, Gymboree-ი და Roberto Cavalli-ი. ბრენდების გაკოტრებას მაღაზიების დახურვა და ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა მოყვა. ამის შესახებ მედია ორგნიზაცია CNBC-ი იუწყება.

როგორც კომპანია Gymboree-ი აცხადებს, მათ მოუხდათ 800-მდე მაღაზიის დახურვა, ფინანსური კრიზისის გამო.
მაღაზიების უმეტესობა კომპანიას აშშ-ში და კანადაში ჰქონდა. Gymboree-მ ბავშვების ხაზი Janie and Jack-ი ცნობილ ბრენდ Gap-ს მიყიდა. როგორც კომპანია აღნიშნავს, Gap-ი შეძლებს შეინარჩუნოს მათი 200-მდე მაღაზია 2020 წლისთვის. Gymboree-ის აქტივები 100-500 მილიონი აშშ დოლარის ფარგელბშია, ხოლო მისი ვალდებულებები 50-100 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

ჯინსების ცნობილი ბრენდი Diesel-ი გაკოტრებულად მარტში გამოცხადდა. როგორც კომპანია აცხადებს Diesel-ი 28 მაღაზიის იჯარიდან უკვე გამოვიდა. იგი ცდილობდა კონკურენცია გაეწია ისეთი ცნობილი ჯინსების მწარმოებლისთვის, როგორიც Levi’s-ია. კომპანიის აქტივები 50-100 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია, ხოლო ვალდებულებები 10-50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი იტალიური ბრენდი Roberto Cavalli-ი აპრილში ბანკროტად გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ბრენდმა კრეატიული დირექტორი დაკარგა. Roberto Cavalli-ი 8 მაღაზიას ფლობდა აშშ-ში, ბევერლი ჰილსზე და კალიფორნიაში. კომპანიას პოპულარობით აჯობეს სხვა ცნობილმა ბრენდებმა: Gucci, Balenciaga და Fendi.

როგორც კომპანია Forever 21-ი აცხადებს, გაკოტრებულად სექტემბერში გამოცხადდა. Forever 21-ი მსოფლიოს მასშტაბით, 800-მდე მაღაზიას ფლობდა. მოგვიანებით კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავს გავიდეს აღნიშნული ბიზნეს სეგმენტიდან, აზიისა და ევროპის ქვეყნების ნაწილში. სამაგიეროდ კომპანია მექსიკაში და ლათინურ ამერიკაში გააქტიურებას აპირებს. Forever 21-ი ფლობს აქტივებს და ვალდებულებებს თითო–თითო მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები