მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ფისტას დეფიციტია - მიზეზი დუბაის შოკოლადია

2023 წლის ბოლო და პრინციპში 2024 წელიც - ნამდვილად იყო დუბაის შოკოლადის პოპულარობის პიკური პერიოდი. ეს ყველაფერი კი ერთი ტიკტოკ ვიდეოთი დაიწყო. დუბაიში მცხოვრებმა ინფლუენსერმა - ტიკტოკზე გაავრცელა ვიდეო სადაც ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი არაბული კომპანიის fix-ის შოკოლადს აგემოვნებდა. მის ვიდეოს მილიონობით ნახვა და სხვა ტიკტოკ მომხმარებლების მსგავსი ვიდეოები მოჰყვა. მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით დუბაის შოკოლადი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები გავლენა მოახდინა ფისტის დეფიციტზე. მსოფლიო დუბაის შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის დეფიციტს განიცდის, ფისტას მთავარი მწარმოებელი ქვეყნები ექსპორტს ახორციელებენ თუმცა მარაგები შეზღუდულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები