მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ფოლადის წარმოებით ჩინეთი ლიდერობს - როგორია მწარმოებელთა TOP 10 - World steel association

ფოლ

მსოფლიოში ფოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. ფოლადის წლიურად 1,032,790 მლნ ტონა წარმოებით, რაც მსოფლიო წარმოების 54% ნიშნავს და ამ ნიშნულით, ჩინეთი ლიდერის პოზიციას უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

World Steel Association-ის მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში სულ 1,888,200 მლნ ტონა ფოლადის წარმოება მოხდა. ფოლადის წარმოებით, ჩინეთის შემდეგ, სამეულშია - ინდოეთი და იაპონია 140.2 მლნ და 87 მლნ ტონა ფოლადის წარმოებით.

ფოლადის მწარმოებლების ათეულში 2023 წელს მეხუთე ადგილზე იყო რუსეთი (75.8 მლნ ტონა) და მე-8 ადგილზე თურქეთი (33.7 მლნ ტონა).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში 24-ე ადგილზეა უკრაინა (6.2 მლნ) და 37-ზე ყაზახეთი (3.9 მლნ). რეიტინგში საქართველო 101 ადგილზეა.

2023 წელს მსოფლიოში ფოლადის მთავარ მწარმოებელთა ათეული ასეთია:

ჩინეთი - 1,019.1 მლნ ტონა ფოლადი;
ინდოეთი - 140.2 მლნ ტონა ფოლადი;
იაპონია - 87 მლნ ტონა ფოლადი;
აშშ - 80.7 მლნ ტონა ფოლადი;
რუსეთი -75.8 მლნ ტონა ფოლადი;
სამხრეთ კორეა - 66.7 მლნ ტონა ფოლადი;
გერმანია - 35.4 მლნ ტონა ფოლადი;
თურქეთი - 33.7 მლნ ტონა ფოლადი;
ბრაზილია - 31.9 მლნ ტონა ფოლადი;
ირანი - 31.1 მლნ ტონა ფოლადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები