მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში LPG-ზე ფასის ზრდის შემთხვევაში აქციზი დაკორექტირდეს - ასოციაციის ახალი ინიციატივა

5ee36c5ae8c3b
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.20 20:20
1611
საქართველოს თხევადი გაზის იმპორტიორთა და საავტომობილო თხევადი გაზგასამართი სადგურების ასოციაცია ახალი ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ასოციაციის წარმომადგენელმა ნარიმან ფირცხელიანმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თხევადი გაზის ძირითად საიმპორტო ბაზარზე ფასის ზრდის შემთხვევაში იმისთვის, რომ არ გაძვირდეს მომხმარებლისთვის თხევადი გაზი, შესაძლებელი უნდა იყოს აქციზის გადასახადის დაკორექტირება.

„როდესაც ყველაფერი დაწყნარდება, ჩვენს ასოციაციას აქვს ინიციატივა, რომ გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციაში თუ რუსეთის ფედარაციაში იმპორტირებულ პროდუქტზე ფასი უსაშველოდ გაიზარდა, ამ შემთხვევაში ჩვენთვის შემოტანას აზრი აღარ ექნება, ამიტომ შესაძლებელი უნდა იყოს აქციზის დაკორექტირება. დადგინდეს თხევადი გაზის ღირებულების გაზრდის ზღვარი ამის მიხედვით. აქციზი შემცირდეს“, - განაცხადა ნარიმან ფირცელიანმა.

მისივე განმარტებით, 300 ლარიანი ერთეტაპად სააქციზო გადასახადის გადახდა მომხმარებლისთვის ფასს არ ცვლის, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ღირებულების ზრდა გამოიწვევს თხევადი გაზის გაძვირებას ადგილობრივ ბაზარზე.

„აქციზის გაერთიანების გამო 2711 კოდის ქვეშ შემოსატანი თხევადი გაზის თვითღირებულება არ გაიზრდება. იმიტომ რომ ჩვენ აქამდეც ამ მოცულობის გადასახადს ვიხდიდით, ოღონდ 2 ეტაპად. თუმცა არსებობს ერთი მომენტი: თხევადი გაზის ძირითად იმპორტიორ ქვეყანაში - რუსეთში, პანდემიის შედეგად შემქნილი კრიტიკული მდგომარეობის გამო თხევად გაზზე ფასი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და შეიძლება ქართულ ბაზარზე პროდუქტის გაძვირებაზეც იმოქმედოს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები