მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ნახშირის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი

ნახშირი

ნახშირი მსოფლიოში ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის სექტორისთვის საწვავის კვლავ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2023 წელს მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 26% სწორედ ქვანახშირზე მოდიოდა, რაც ბუნებრივი აირის წილზე 24%-ზე მაღალი იყო, ხოლო ჰიდროენერგიაზე მხოლოდ 6%, ქარის ენერგიაზე 3.5%, მზის ენერგიაზე კი 2.5% მოდის.

მსოფლიოში ქვანახშირის უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი ჩინეთია, სადაც ქვანახშირის ელექტროსადგურებმა ქვეყნის მთლიანი გამომუშავების 51% აწარმოეს. გაეროს ანალიტიკური პორტალის - comtrade-ის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში ქვანახშირით საერთაშორისო ვაჭრობამ 152 მილიარდი დოლარი და 991 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით ქვანახშირის უმსხვილესი ექსპორტიორია ავსტრალია, რომელმაც $68 მილიარდი დოლარის 353 მილიონი ტონა ქვანახშირი გაყიდა. ქვანახშირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია რუსეთის ფედერაცია, თუმცა ის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აღარ ასაჯაროებს, 2021 წელს კი ის მსოფლიოში ქვანახშირის რიგით მეშვიდე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო, ექსპორტი 17 მილიარდ დოლარს, ექსპორტირებული ქვანახშირის მოცულობა კი 211 მილიონ ტონას აჭარბებდა.

მსოფლიოში ქვანახშირის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი 2023 წელს

# ქვეყანა ექსპორტის ღირებულება 2023 წელს ექსპორტის მოცულობა - ტონა
1 ავსტრალია $68 მილიარდი; 353,029,782 ტონა;
2 ინდონეზია $35 მილიარდი; 379,705,210 ტონა;
3 აშშ $15 მილიარდი; 92,695,198 ტონა;
4 კანადა $9 მილიარდი; 38,601,820 ტონა;
5 კოლუმბია $8 მილიარდი; 56,742,006 ტონა;
6 სამხრეთ აფრიკა $8 მილიარდი; 55,419,579 ტონა;
7 მოზამბიკი $2 მილიარდი; 13,040,013 ტონა;
8 ნიდერლანდები $1 მილიარდი; 8,931,868 ტონა;
9 პოლონეთი $1 მილიარდი; 4,751,713 ტონა;
10 ჩინეთი $1 მილიარდი; 4,458,464 ტონა;
11 ესპანეთი $767 მილიონი; 5,405,113 ტონა;
12 ყაზახეთი $708 მილიონი; 28,544,459 ტონა;
13 ფილიპინები $614 მილიონი; 8,151,080 ტონა;
14 გერმანია $251 მილიონი; 1,787,768 ტონა;
15 პერუ $230 მილიონი; 1,349,730 ტონა;
16 ჩეხეთი $214 მილიონი; 738,919 ტონა;
17 გაერთიანებული სამეფო $205 მილიონი; 1,448,212 ტონა;
18 ინდოეთი $194 მილიონი; 1,478,003 ტონა;
19 ტანზანია $181 მილიონი; 1,802,538 ტონა;
20 უკრაინა $173 მილიონი. 670,678 ტონა.

წყარო - comtrade

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები