მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ნავთობი ისევ ძვირდება

ნავთობი

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი ისევ ძვირდება. ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 111 დოლარს აჭარბებს, წინა თვესთან შედარებით ნედლი ნავთობი თითქმის 50%-ით არის გაძვირებული. გაძვირებულია Brent-ის ტიპის საწვავიც და ბარელის ფასი 109 დოლარს აღემატება, წინა თვესთან შედარებით ამ ტიპის ნავთობი თითქმის 34%-ით გაძვირდა. 111 დოლარამდეა გაძვირებული WTI-ც [west texas intermediate], რაც თვიურად 50%-მდე გაზრდილი მაჩვენებელია. თითქმის 106 დოლარამდეა გაძვირებული რუსული ურალსიც, მართალია გაძვირების ტემპი შემცირდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით რუსული ნავთობი 70%-იან ზრდას აჩვენებს.

ნავთობის გაძვირების მიზეზი აშშ-სა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაა, რომელსაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ბუნებრივია ფასი გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები