მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მზის და ქარის ელექტროსადგურებში ინვესტირებას ზრდის, - საუდის არაბეთი 2023 წლამდე, 10 გიგავატი განახლებადი ენერგიის წარმოებას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაახლოებით დღეში 800 000 ბარელი ნავთობის წარმოების ტოლფასია, რომელიც ენერგიის მისაღებად იწვის.
ქვეყანა განახლებად ენერგიაში დაახლოებით 30-დან 50 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციას ახოციელებს. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, განახლებადი ენერგიის წყაროებით კერძო სექტორის დასაინტერესებლად სპეციალური შეღავათების დაწესება იგეგმება, მანამ სანამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მყიდველი შეიქმნება. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ განახლებადი ენერგიის წარმოება მსოფლიოში ერთ-ერთი იაფი გახდება.
700 მეგავატიანი მზის სადგურის მშენებლობაზე ტენდერი საუდის არაბეთში სექტემბერში გამოცხადდება.

























