2023 წლისთვის მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა 7%-ით გაიზრდება 104,7 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ჩინეთი დარჩება მოთხოვნილების ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სანავთობო ანგარიშში "ანალიზი და პროგნოზები 2023 წლამდე".
"აზიაში ეკონომიკური ზრდისა და აშშ-ში ნავთობ-ქიმიური მრეწველობის აღორძინების შედეგად 2023 წლისთვის გლობალური მოთხოვნილება ნავთობზე გაიზრდება 6,9 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 104,7 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში", - ნათქვამია ანგარიშში.
სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთი და ინდოეთი ერთობლივად დაფარავენ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების თითქმის 50%-ს.
სააგენტოს პროგნოზით, ვინაიდან ჩინეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად ორიენტირებული ხდება მომხმარებელზე, ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის ტემპი შენელდება 2023 წლისთვის 2010-2017 წლებთან შედარებით. ინდოეთში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის ტემპი, პირიქით, მცირედით გაიზრდება.
oilnews

























