მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მსოფლიოში მეგაპოლისების ზრდის ტემპი დაჩქარებულია. ყოველ წელს დაახლოებით 77 მილიონი ადამიანი იცვლის საკუთარ ადგილმდებარეობას და საცხოვრებელად ქალაქში ჩადის. გაეროს ბოლო მონაცემებით, მეგაპოლისებში მოსახლეობის რაოდენობა, რომლებიც წლების განმავლობაში 10 მილიონს შეადგენდა, ბოლო წლებში გაორმაგდა და თუკი 1995 წელს 14 მილიონი იყო 2016-ში 29 მილიონს მიაღწია. მაგალითად, აზიაში 1995 წლიდან, 2015 წლამდე მოსახლეობის ურბანიზაციის მაჩვენებელი ყოველ წელს 2,78 პროცენტით იზრდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ურბანიზაცია არ გულისხმობს, მხოლოდ ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდას რეგიონის მთელ მოსახლეობაში და ქალაქური ცხოვრების წესის ფართო გავრცელებას, - ურბანიზაციის პროცესი, სოფლის ქალაქად გადაკეთებასაც გულისხმობს. ამის კარგი მაგალითია ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქი -ჩენგდუ, რომელიც სხვა დიდი ქალაქებისგან მოშორებით, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებაროებს. „ოესიდის“ მანეცემებზე დაყრდნობით, თუკი ჩანგდუ უფრო ფუნქციურ ქალაქად გადაიქცევა, მოსახლეობა უახლოეს მომავალში 11,3 მილიონს მიაღწევს.
ქალაქის ზომისა და პროდუქტიულობის ზრდის ურთიერთკავშირის კარგი მაგალითია, აგრეთვე ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქი -შენჯენი, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობს ჰონკონგში. 1970 წელს შენეჯნი ძალიან პატარა, უკაცრიელ სოფელს წარმოადგენდა, თუმცა უცხოურმა ინვესტიციება და ურბანიზაციამ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მეგაპოლისად აქცია, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკური ზონაა. 1995 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში, ქალაქის მოსახლეობა 4,16 მილიონით გაიზარდა. შედარებისთვის, მაგალითად 4, 16 მილიონი ქუვეითის მთლიან მოსახლეობას უდრის, საქართველოს მოსახლეობას კი ჯერ ვერ მიუღწევია 4 მილიონისთვის.
გაეროს განცხადებით, ურბანიზაცია დაეხმარა მილიონობით ადამიანს აეცილებინა სიღარიბე და გაეზარდა წარმადობა, ანუ გაიუმჯობესა დასაქმების შესაძლებლობები, ცხოვრების ხარისხი და გაზარდა ინვესტიციები. თუმცა შეუძლებელია ზუსტად დავადგინოთ მსოფლიოს მთლიანი მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში, მაგრამ ვიცით, რომ ქვეყნებში, სადაც ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება მკაფიოა ქალაქის მოსახლეობა 69,2 პროცენტს შეადგენს.

























