მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში TOP-8 ყველაზე დიდი ბიოფარმაკოლოგიური კომპანია გაყიდვების მიხედვით

61570768979a6
ნათია თაქთაქიშვილი
01.10.21 18:20
866
ანალიტიკური პლატფორმა Statista , გაყიდვების მიხედვით, TOP-8 ყველაზე დიდი ბიოფარმაკოლოგიური კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს. პლატფორმამ რეიტინგი Pharmaceutical Executive-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე შეადგინა.

Statista-ს ინფორმაციით, უკვე მეორე წელია გაყიდვების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილს შვეიცარიული ბიოფარმაკოლოგიური კომპანია Roche იკავებს, რომელმაც გასულ წელს 47.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები გაყიდა. გაყიდული წამლების ძირითად ნაწილს სიმსივნის და ჰემოფილიის სამკურნალო საშუალებები წარმოადგენს.

ანალიტიკური პლატფორმის მიხედვით, ჩამონათვალში მეორე ადგილს ისევ შვეიცარიული ბიოფარმაკოლოგიური კომპანია Novartis-ი იკავებს, რომლის გაყიდვებმაც გასულ წელს 47.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; გაყიდვების უმეტესობა გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტებზე მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში TOP-8 ყველაზე დიდი ბიოფარმაკოლოგიური კომპანიის ჩამონათვალში ასევე მოხვდა Johnson & Johnson-ი და Pfizer-ი, აღნიშნული კომპანიების გაყიდვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას და მისი გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს უკავშირდება.

მსოფლიოში TOP-8 ყველაზე დიდი ბიოფარმაკოლოგიური კომპანია გაყიდვების მიხედვით

1. Roche - 47.5 მილიარდი აშშ დოლარი
2. Novartis – 47.2 მილიარდი აშშ დოლარი
3. AbbVie – 44.3 მილიარდი აშშ დოლარი
4. Johnson&Johnson – 43.1 მილიარდი აშშ დოლარი
5. Bristol Myers Squibb – 41.9 მილიარდი აშშ დოლარი
6. Mereck&Co. – 41.1 მილიარდი აშშ დოლარი
7. Sanofi – 35.8 მილიარდი აშშ დოლარი
8. Pfizer – 35.6 მილიარდი აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები