მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ცენტრ. ბანკის ყველაზე დაბალი განაკვეთი იაპონიაშია, ყველაზე მაღალი ვენესუელაში - სად არის საქართველო?

იაპონია ტოკიო

2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს გარშემო ცენტრალური ბანკების საშუალო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.03%-ს შეადგენს, რაც თითქმის იმდენივეა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის 8%-იანი რეფინანსირების განაკვეთი.

მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკები საბაზო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით ქვეყანაში არსებულ დაკრედიტების ტემპზე ახდენს გავლენას, რასაც თავის მხრივ გადაცემის მექანიზმით ინფლაციასა და ქვეყნის შიგნით არსებულ ერთობლივ მოთხოვნაზე აქვს გავლენა. მაღალი ინფლაციის პირობებში ქვეყნები უმეტესწილად მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებენ და საბაზო განაკვეთებს მაღლა სწევენ.

არსებული მდგომარეობით, მსოფლიოში ყველაზე დაბალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის იაპონიაში, რაც 0.25%-ს შეადგენს. ამასთან, მიმდინარე წლის მარტამდე იაპონია ნეგატიურ საპროცენტო განაკვეთს (-0.1%) ინარჩუნებდა, რაც თანდათანობით ჯერ 0.1%-მდე, შემდეგ 0.2%-მდე, ივლისში კი 0.25%-მდე გაზარდა. იაპონიაში არსებული დაბალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლების განმავლობაში არსებულ დეფლაციას უკავშირდება,

რაც შეეხება ყველაზე მაღალ რეფინანსირების განაკვეთს, მას 59.3%-ის ოდენობით ვენესუელას ცენტრალური ბანკი ინარჩუნებს, რაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს და 60%-იან ინფლაციას უკავშირდება. ასევე 60%-იანი ინფლაციის საპასუხოდ თურქეთის ცენტრალური ბანკი 50%-იან რეფინანსირების განაკვეთს ინარჩუნებს. მესამე ადგილზე კი ზიმბაბვეა, სადაც ცენტრალური ბანკის განაკვეთი 35%-ია, თუმცა ეს უკანასკნელი ინფლაციის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რადგანაც IMF-ის პროგნოზით წელს ზიმბაბვეში 635%-იანი ინფლაცია არის მოსალოდნელი.

ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთი ნოემბერში 0.25%-ით, 4%-მდე შემცირდა, ხოლო აშშ-ის FED-ის განაკვეთი ნოემბერში ასევე 0.25%-ით, 4.75%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს - სომხეთში საბაზო განაკვეთი 7%-ია, რადგანაც დეკემბრის პირველ ნახევარში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 0.25%-ით შეამცირა. აზერბაიჯანში განაკვეთი 7.25%-ია, რუსეთში 21%, ხოლო უკრაინაში კი 13.5%.

მსოფლიოს ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები:

ქვეყანა არსებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბოლო ცვლილება - პროცენტულად ბოლო განახლება - თარიღი
ვენესუელა 59.30% 0.07% ოქტ/24
თურქეთი 50.00% 0.00% ნოე/24
ზიმბაბვე 35.00% 0.00% დეკ/24
არგენტინა 32.00% -3.00% დეკ/24
ნიგერია 27.50% 0.25% ნოე/24
ეგვიპტე 27.25% 0.00% ნოე/24
განა 27.00% 0.00% ნოე/24
მალავი 26.00% 0.00% ნოე/24
კონგო 25.00% 0.00% ნოე/24
სიერა ლეონე 24.75% 0.00% ნოე/24
ირანი 23.00% 0.00% აგვ/24
რუსეთი 21.00% 2.00% ოქტ/24
ლიბანი 20.00% 0.00% ოქტ/24
ანგოლა 19.50% 0.00% ნოე/24
ლიბერია 17.50% 0.00% ნოე/24
გამბია 17.00% 0.00% ოქტ/24
ჰაიტი 17.00% 0.00% ნოე/24
ყაზახეთი 15.25% 1.00% ნოე/24
ზამბია 14.00% 0.50% ნოე/24
უკრაინა 13.50% 0.50% დეკ/24
უზბეკეთი 13.50% 0.00% დეკ/24
პაკისტანი 13.00% -2.00% დეკ/24
მოზამბიკი 12.75% -0.75% ნოე/24
ბრაზილია 12.25% 1.00% დეკ/24
ბურუნდი 12.00% 0.00% ოქტ/24
სამხრეთ სუდანი 12.00% 0.00% ოქტ/24
კენია 11.25% -0.75% დეკ/24
გვინეა 11.00% 0.00% ნოე/24
ეკვადორი 10.73% -0.52% ნოე/24
ლაოსი 10.50% 0.00% ნოე/24
მექსიკა 10.25% -0.25% ნოე/24
ბანგლადეში 10.00% 0.00% ნოე/24
მონღოლეთი 10.00% 0.00% დეკ/24
სან-ტომე და პრინსიპი 10.00% 0.00% ნოე/24
სურინამი 10.00% 0.00% ნოე/24
კოლუმბია 9.75% -0.50% ოქტ/24
უგანდა 9.75% 0.00% დეკ/24
ბელორუსია 9.50% 0.00% ნოე/24
მადაგასკარი 9.50% 0.00% ოქტ/24
ყირგიზეთი 9.00% 0.00% ნოე/24
მიანმარი 9.00% 0.00% ნოე/24
ტაჯიკეთი 9.00% 0.00% ნოე/24
ისლანდია 8.50% -0.50% ნოე/24
ურუგვაი 8.50% 0.00% ნოე/24
საქართველო 8.00% 0.00% ოქტ/24
მავრიტანია 8.00% 0.00% სექ/24
შრი-ლანკა 8.00% -0.25% ნოე/24
ტუნისი 8.00% 0.00% ნოე/24
სამხრეთ აფრიკა 7.75% -0.25% ნოე/24
ერაყი 7.50% 0.00% ნოე/24
ლესოტო 7.50% -0.25% ნოე/24
აზერბაიჯანი 7.25% 0.00% ნოე/24
სომხეთი 7.00% -0.25% დეკ/24
ეთიოპია 7.00% 0.00% ნოე/24
ჟორდანია 7.00% 0.00% ნოე/24
მალდივები 7.00% 0.00% ნოე/24
ნამიბია 7.00% -0.25% დეკ/24
სვაზილენდი 7.00% -0.25% ნოე/24
ბუტანი 6.80% 0.00% ნოე/24
ნიკარაგუა 6.75% 0.00% ნოე/24
უნგრეთი 6.50% 0.00% ნოე/24
ინდოეთი 6.50% 0.00% დეკ/24
ნეპალი 6.50% 0.00% ნოე/24
რუმინეთი 6.50% 0.00% ნოე/24
რუანდა 6.50% 0.00% ნოე/24
იამაიკა 6.25% -0.25% ნოე/24
დომინიკის რესპუბლიკა 6.00% -0.25% ნოე/24
ინდონეზია 6.00% 0.00% ნოე/24
პარაგვაი 6.00% 0.00% ნოე/24
ფილიპინები 6.00% 0.00% ნოე/24
ტანზანია 6.00% 0.00% ნოე/24
მაკედონია 5.80% 0.00% ნოე/24
ჰონდურასი 5.75% 0.00% ნოე/24
პოლონეთი 5.75% 0.00% დეკ/24
სერბეთი 5.75% 0.00% დეკ/24
ელ სალვადორი 5.53% 0.16% აგვ/24
ბაჰრეინი 5.50% -0.25% ნოე/24
ბენინი 5.50% 0.00% ნოე/24
ბრუნეი 5.50% 0.00% ოქტ/24
ბურკინა ფასო 5.50% 0.00% ნოე/24
გვინეა ბისაუ 5.50% 0.00% ნოე/24
სპილოს ძვლის სანაპირო 5.50% 0.00% ნოე/24
მალი 5.50% 0.00% ნოე/24
ნიგერი 5.50% 0.00% ნოე/24
ომანი 5.50% 0.00% ნოე/24
სენეგალი 5.50% 0.00% ნოე/24
ტოგო 5.50% 0.00% ნოე/24
ყატარი 5.40% -0.30% ნოე/24
ჩილე 5.25% -0.25% ოქტ/24
საუდის არაბეთი 5.25% -0.25% ნოე/24
კამერუნი 5.00% 0.00% ოქტ/24
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 5.00% 0.00% ნოე/24
ჩადი 5.00% 0.00% ნოე/24
ეკვატორული გვინეა 5.00% 0.00% ოქტ/24
გაბონი 5.00% 0.00% ოქტ/24
გაიანა 5.00% 0.00% ნოე/24
ჰონგ კონგი 5.00% -0.25% ნოე/24
მაკაო 5.00% -0.25% ნოე/24
პერუს 5.00% 0.00% დეკ/24
კონგოს რესპუბლიკა 5.00% 0.00% ნოე/24
გვატემალა 4.75% 0.00% ნოე/24
გაერთიანებული სამეფო 4.75% -0.25% ნოე/24
შეერთებული შტატები 4.75% -0.25% ნოე/24
არაბთა გაერთიანებული საამიროები 4.65% -0.25% ნოე/24
ისრაელი 4.50% 0.00% ნოე/24
ნორვეგია 4.50% 0.00% ნოე/24
ვიეტნამი 4.50% 0.00% ნოე/24
ბოსნია და ჰერცეგოვინა 4.36% -0.36% სექ/24
ავსტრალია 4.35% 0.00% დეკ/24
ახალი ზელანდია 4.25% 0.00% დეკ/24
ბაჰამის კუნძულები 4% 0.00% ნოე/24
კოსტა რიკა 4% 0.00% ნოე/24
ჩეხეთის რესპუბლიკა 4% -0.25% ნოე/24
ქუვეითი 4% 0.00% ნოე/24
მავრიკი 4% 0.00% ნოე/24
ახალი კალედონია 4% 0.00% ნოე/24
პაპუა-ახალი გვინეა 4% 0.00% ნოე/24
ავსტრია ECB 4% -0.25% ნოე/24
ბელგია ECB 4% -0.25% ნოე/24
ხორვატია ECB 4% -0.25% ნოე/24
კვიპროსი ECB 4% -0.25% ნოე/24
ესტონეთი ECB 4% -0.25% ნოე/24
ფინეთი ECB 4% -0.25% ნოე/24
საფრანგეთი ECB 4% -0.25% ნოე/24
გერმანია ECB 4% -0.25% ნოე/24
საბერძნეთი ECB 4% -0.25% ნოე/24
ირლანდია ECB 4% -0.25% ნოე/24
იტალია ECB 4% -0.25% ნოე/24
ლატვია ECB 4% -0.25% ნოე/24
ლიტვა ECB 4% -0.25% ნოე/24
ლუქსემბურგი ECB 4% -0.25% ნოე/24
მალტა ECB 4% -0.25% ნოე/24
ნიდერლანდები ECB 4% -0.25% ნოე/24
პორტუგალია ECB 4% -0.25% ნოე/24
სლოვაკეთი ECB 4% -0.25% ნოე/24
სლოვენია ECB 4% -0.25% ნოე/24
ესპანეთი ECB 4% -0.25% ნოე/24
მოლდოვა 3.60% 0.00% დეკ/24
ტრინიდადი და ტობაგო 3.50% 0.00% ნოე/24
ბოლივია 3.33% -0.06% ნოე/24
კანადა 3.25% -0.50% დეკ/24
სინგაპური 3.25% 0.07% დეკ/24
ევრო ზონა 3.15% -0.25% დეკ/24
ჩინეთი 3.10% 0.00% ნოე/24
ბულგარეთი 3.04% -0.18% დეკ/24
ალჟირი 3.00% 0.00% ნოე/24
ლიბია 3.00% 0.00% ოქტ/24
მალაიზია 3.00% 0.00% ნოე/24
სამხრეთ კორეა 3.00% -0.25% ნოე/24
ალბანეთი 2.75% -0.25% ნოე/24
მაროკო 2.75% 0.00% ნოე/24
შვედეთი 2.75% -0.50% ნოე/24
დანია 2.60% -0.25% დეკ/24
ბელიზი 2.25% 0.00% აგვ/24
კუბა 2.25% 0.00% სექ/24
ტაილანდი 2.25% 0.00% ნოე/24
ბარბადოსი 2.00% 0.00% ოქტ/24
ტაივანი 2.00% 0.00% ნოე/24
ბოტსვანა 1.90% 0.00% დეკ/24
სეიშელის კუნძულები 1.75% 0.00% დეკ/24
კაბო ვერდე 1.50% 0.00% სექ/24
კამბოჯა 0.87% 0.00% აგვ/24
შვეიცარია 0.50% -0.50% დეკ/24
ფიჯი 0.25% 0.00% ნოე/24
იაპონია 0.25% 0.00% ოქტ/24

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები