მსოფლიოში უმსხვილესი IT კომპანია Oracle Corporation 9 მილიარდ აშშ დიოლარად NetSuite-ს შეიძენს. Bloomberg-ის ინფორმაციით, NetSuite-ის აქციონერების 53%-მა გარიგებას მხარი დაუჭირა.
კომპანიამ Oracle აღნიშნული კომპანიის შეძენის თაობაზე შეთავაზება 28 ივლისს გააკეთა.
მანამდე სექტემბერში კი NetSuite-ს უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ინვესტორმა, რომელიც აქციების 18% -ის (14.5 მილიონის) მფლობელია, გარიგებაზე, ინტერესთა კონფლიქტის გამო, უარი განაცხადა.
Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი NetSuite-ის 40%-ის მფლობელია და პლანეტის ყველაზე მდიდარი IT -ის სფეროს წარმომადგენლის რეიტინგში მოწინავე პოზიციაზეა.
Oracle-მა სატენდერო ვადა ერთი თვით - მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. წინასწარი შეთანხმებების თანახმად, Oracle კომპანია NetSuite-ის ერთ აქციაში 109 აშშ დოლარს გადაიხდის. ინფორმაციის თანახმად, გარიგება წლის ბოლომდე შედგება.

























