ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველწლიურად სუიციდით გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე - ომში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, ყველაზე გავრცელებულია ჩამოხრჩობა, მოწამვლა და ცეცხლსასროლი იარაღით სუიციდი.
ორგანიზაცია სახელმწიფოებისგან მოითხოვს სუიციდის საწინააღმდეგო გეგმები შეიმუშაონ და ადამიანებს სტრესის დაძლევაში დაეხმარონ.
ცნობისთვის: ყოველწლიურად მსოფლიოში თვითმკვლელობით სიცოცხლეს დაახლოებით, 800 000 ადამიანი ასრულებს.

























