მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნები

60dc488e0bdb2
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.21 00:30
3505
Visualcapitalist-მა 2021 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს ასახელებს. კვლევას, რომელიც სულ 149 ქვეყანაში ჩატარდა, აღსანიშნავია რომ ბედნიერების ინდექსი მხოლოდ მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობით არ ფასდება და ბედნიერი ქვეყნის გამოსავლენად 6 ინდიკატორს იყენებს.

ეს ინდიკატორებია: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.

Visualcapitalist-ის მიხედვით, ჩამონათვალში პირველ ადგილს როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის მასშტაბით ფინეთი იკავებს. ფინეთის გარდა, რეიტინგში ლიდერობენ სხვა სკანდინავიური ქვეყნებიც.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
1. ფინეთი
2. ისლანდია
3. დანია
4. შვეიცარია
5. ნიდერლანდები
6. შვედეთი
7. გერმანია
8. ნორვეგია
9. ახალი ზელანდია
10. ავსტრია

ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვყანა ევროპის კონტინეტზე უკრაინაა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტს, აქ ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კანადაა, მას აშშ მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილზე მექსიკაა. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტზე ჰაიტის აქვს.

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ბრაზილიაა, მეორე ადგილზე ჩილეა, ხოლო მესამე ადგილი კოლუმბიას უკავია.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ისრაელია, ხოლო რეიტინგის ბოლოს ავღანეთი მოექცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები