2025 წელს სტოკჰოლმში მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის ქალაქის მშენებლობა დაიწყება. როგორც ცნობილია, მასშტაბურ პროექტს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Atrium Ljungberg შეასრულებს, რომელმაც მშენებლობის გეგმა უკვე წარადგინა. გეგმის თანახმად, 250 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ ხის ქალაქში 7000 საოფისე ფართი, 2000 საცხოვრებელი სახლი, ასევე რამდენიმე რესტორანი და მაღაზია იქნება განთავსებული. პროექტის მშენებლობა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და სტოკჰოლმის ხის ქალაქი ოფიციალურად 2027 წელს გაიხსნება.