მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აქციის ფასი 2.5 მილიონი დოლარია

5885b84e49abe
BM.GE
23.01.17 12:00
2045
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აქციები, როგორც ეს მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, უორენ ბაფეტის კორპორაციას Berkshire Hathaway არ ეკუთვნის. ცნობილი ინვესტორის აქციების ფასი $ 243 000-ია, თუმცა ორი საშუალო ლათინოამერიკული ბირჟის აქციების ფასი 10-ჯერ მეტია.

Blomberg-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული აქციების რეიტინგის ხუთეული ასეთია:

1)Lindt&Spruengli
2) Erstellung Winterthur
3) Asamer Baustoffe
4) Berkshire Hathaway
5) Mersado de Valores Argentina

ჩილეს ძირითადი საფონდო ბირჟის ერთი აქცია $ 2.5 მილიონი ღირს, ხოლო არგენტინის საფონდო ბირჟის ერთი ფასიანი ქაღალდი - $ 2.1 მილიონი. ფასი მათზე იმდენად მაღალია, რომ ბრუნვაში ძალიან ცოტა აქციაა. ეს აქციები იმ დროისაა, როდესაც ბირჟების ერთადერთი აქციონერები ადგილობრივი საბროკერო დაწესებულებები იყვნენ, რომლებსაც დედაქალაქის ტერიტორიაზე წილი აუცილებლად უნდა ჰქონოდათ.

ეს წესი არგენტინაში სამი წლის წინ გაუქმდა. ცოტა ხანში დღევანდელი აქციონერები ბირჟის ძველი აქციების სანაცვლოდ ახალი კომპანიის 250 000 ფასიან ქაღალდს მიიღებენ. მსგავსი პროცესი ჩილეშიც მიმდინარეობს, სადაც 48 აქცია 48 მილიონ ცალად გარდაიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები