გერმანული კომპანია Volkswagen-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდად არის აღიარებული, მაგრამ გაყიდვების კუთხით Toyota მსოფლიოს 49 ქვეყანაში ლიდერობს და ამ მიმართულებით გერმანელი კონკურენტი მასთან ახლოსაც ვერ მიდის.
ბრიტანულმა ორგანიზაციამ Regtransfers მსოფლიოს ავტომობილების ბაზარი შეისწავლა და 2016 წლის ყველაზე გაყიდვადი ბრენდების მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელზეც იაპონური ავტომობილების გიგანტი Toyota დომინანტია. ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ იაპონური ბრენდისგან განსხვავებით, გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი გაყიდვების კუთხით მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანაშია წამყვანი. ეს ძირითადად ევროპული ბაზრებია. მათ შორის, გერმანია, შვეიცარია, ბელგია, ჰოლანდია, შვედეთი და სხვა.
გაყიდვების მიმართულებით მესამე პოზიცია ამერიკულ Ford-ს ერგო, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ახალი ზელანდიაში.
მეოთხე და მეხუთე ადგილები კი Renault-მა და Skoda-მ გაინაწილეს.

























