ქვეყნის ლიდერობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალაუფლებასთან და ხშირ შემთხვევაში სიმდიდრესთანაა დაკავშირებული. მართალია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები მილიარდერები არ არიან, თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც ავტორიტარიზმი და ერთპიროვნული მმართველობაა, ხშირად ქვეყნის ლიდერი დიდძალი ქონების პატრონია.
ცხადია, ავტორიტარი ლიდერების ქონების ზუსტად შეფასება თითქმის შეუძლებელია, რადგან ისინი აქტივებს საკუთარ სახელზე არ იფორმებენ, თუმცა კვლევითი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით მაინც შესაძლებელია ზოგადი სურათის დანახვა.
ამჯერად გთავაზობთ ყველაზე მდიდარი მსოფლიო ლიდერების რეიტინგს:
1. მუჰამედ ბინ სალმანი
ქვეყანა: საუდის არაბეთი
ქონება: $1.5 ტრლნ
2. ვლადიმირ პუტინი
ქვეყანა: რუსეთი
ქონება: $200 მლრდ
3. ალექსანდრ ლუკაშენკო
ქვეყანა: ბელარუსი
ქონება: $15 მლრდ
4. დონალდ ტრამპი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $7.5 მლრდ
5. კიმ ჩენ ინი
ქვეყანა: ჩრდილოეთ კორეა
ქონება: $5 მლრდ