ჩინეთის პროვინციამ ჯეძიანი მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობის მიხედვით კალიფორნიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ყოველთვიური ჟურნალის Hurun Report ინფორმაციით, პროვინცია ჯეძიანის 72 მკვიდრი მილიარდის მფლობელია. აქედან გამომდინარე, პროვინცია და მისი ადმინისტრაციული ცენტრი, უდიდესი ქალაქი ხანჯოუ მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებენ მსოფლიოში და პირველ ადგილს მხოლოდ კალიფორნიას უთმობენ.
არსებული ინფორმაციით, ჯეძიანიში ჩინეთის მოსახლეობის 5% ცხოვრობს და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების 15%.
პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაცხოვრებელი ინტერნეტ გიგანტის Alibaba დამფუძნებელი ჯეკ მაა. ბიზნესმენი პროვინციის მილიარდერების წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეგიონის კულტურული სიმდიდრესა და მის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას ასახელებს.

























