ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით გაიზარდა და 15,5 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 61,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,8% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 23,5% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 568,2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერი- ოდთან შედარებით - 4,1%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1738,5 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9,8 %-ით მეტი ). 2016 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1012,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 51,4 ლარით), მათ შორის ქა- ლების ხელფასმა შეადგინა - 739,0ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 40,9 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1160,7 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 915,6 ლარი,
მცირე ბიზნესი – 576,6 ლარი.
2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,2% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩა- თვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 12,1%-იანი წილით. შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,2%-იანი წილით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 9,4%-იანი წილით, ხოლო დარ- ჩენილი 21,2% - სხვა დარგებზე ნაწილდება.
2016 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,2%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (20,5%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12,8%-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 8,3%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,3 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2016 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით), და- მამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,7%, 14,1% და 10,5%-იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10,1%), აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის დარგის საწარმოებზეც (9,8%).

























