მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი ამერიკული ბანკები $30-მილიარდიანი სესხით First Republic Bank-ს გადაარჩენენ

6414575cd5cbb
გიორგი თოლორდავა
18.03.23 00:15
994
მსხვილმა ამერიკულმა ბანკებმა გაკოტრების პირას მყოფი First Republic Bank-ის გადარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.

JPMorgan, Wells Fargo, Citigroup და Bank of America კომპანიის გადასარჩენად $30-მილიარდიან სესხს გასცემენ, რომელიც First Republic Bank-ის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას უნდა მოხმარდეს.

First Republic-ის დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია SVB-ისა და Signature Bank-ის გაკოტრებასთან. საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში ჯაჭვური რეაქციის თავიდან ასარიდებლად კი აშშ-ის მთავრობამ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს რეაგირებისკენ მოუწოდა, რისი შედეგიც აღნიშნული სესხის გაცემაა.

JPMorgan-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, ხაზინადარ ჯანეტ იელენთან შეხვედრის შემდეგ, მსხვილი საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივად მიიღეს First Republi Bank-ის გადარჩენის გადაწყვეტილება.

Signature-ისა და SVB-ის მსგავსად, First Republic-იც ძირითადად ტექნოლოგიურ სექტორსა და ციფრულ აქტივებზე იყო კონცენტრირებული.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები