ფილარმონიასთან ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"მთა თავისუფლებისთვის" არის სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს მთის მოსახლეობას, მთის მოყვარულებს, მთამსვლელებს, მოთხილამურეებს, გიდებს თუ მთის განვითარების პროფესიონალებს - ყველას, ვინც მთისა და ქვეყნის სიყვარულმა დაამეგობრა.
"მთა არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი ორივე მხრიდან. ამიტომ, ამ ხალხისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია დიქტატურის ქვეშ ცხოვრება. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ არის ჩვენი განაცხადი, რომ ყველა ბოლომდე უნდა ვიდგეთ და ეს ქვეყანა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ განვითარებას", - ამბობს აქციის მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ შეკრების შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მარშით ფილარმონიიდან რუსთაველამდე ივლიან, სადაც მათი თემის პრეზენტაციას წარადგენენ და საერთო ბრძოლას შეუერთდებიან.




























