მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავარია "აგარის შაქარმა" მუშაობა დაიწყო"

5afec9d45725a
ელენე გოგბერაშვილი
18.05.18 16:38
1492
"მთავარია "აგარის შაქარმა" დაიწყო მუშაობა" - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი bm.ge-ს კითხვას, თუ რა ტიპის შეთანხმება მოხდა კომპანიის მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის ან როგორ მოახერხებს ქარხანა ფუნქციონირების განახლებას.

მინისტრმა თავი აარიდა კონკრეტულ პასუხს და განაცხადა, რომ მთავარია ქარხანამ მუშაობა დაიწყო.

"მე მგონი აგარის ქარხანამ დაიწყო მუშაობა. ეს არის მთავარი"-აცხადებს ქუმსიშვილი.

სახელმწიფოსა და "აგარის შაქარი"-ს მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ BMG-ს კითხვებს არც კომპანიის წარმომადგენლებმა, არც ბიზნესომბუდსმენმა და არც პროფკავშირებმა უპასუხეს. შეთანხმების დეტალებზე არც ეკონომიკის მინისტრი საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა. საქმიანობის შეჩერების შემდეგ კომპანიამ შრომითი ხელშეკრულებები გაუუქმა თანამშრომლებს, თუმცა ქარხანაში დასაქმებული ადამიანების საპროტესტო აქციების შემდეგ, პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ქარხანა მუშაობაა 1 ივნისიდან განაახლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები