„მთავარია გჯეროდეს - ზღვრები არ არსებობს“ - ასეთია თიბისის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის გზავნილი კომპანიის 12 000 დასაქმებულისა და პარტნიორებისადმი, რომელიც „თიბისის“ ბრენდის მთავარ სათქმელს ამბობს.
თიბისის“ ახალი მანიფესტის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა გადაცემა „საქმიან დილაში ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ გზავნილეზე მუშაობისას მთავარი იყო იმ მესიჯის მოძებნა, რომელიც 33 წლის განმავლობაში თიბისის განვითრების გზას გამოხატავდა.
„მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ - მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა. ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა და იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია თიბისის განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ამოძრავებს.
ვახტანგ ბუცხრიკიძემ სწორედ კომპანიის განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთელ ამ პროცესში „თიბისი“ მხოლოდ პროგრესსა და ტრანსფორმაციაზე იყო ორიენტირებული. გუნდური, მომხმარებელზე ორიენტირებული, მიზანსწრაფული, მოუსვენარი და გამბედავი - ასეთია „თიბისის“ ღირებულებები, რომლითაც საფინანსო ინსტიტუტი მომავლისკენ სვლას ახლა უკვე გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“ აგრძელებს.
„მთავარი იყო მოგვეძებნა ბრენდის მესიჯი, რომელიც არ იქნებოდა მოწყვეტილი. ეს გზავნილი ჩვენს 33 წლის ისტორიას ეყრდნობა ანუ საიდან მოვდივართ და საით მივდივართ და მეორე იმ 12 000 თიბისელის კულტურაზე, რომელიც ჩვენს გუნდში ერთიანდება. აქედან მოდის ჩვენი ბრენდის დაპირება - „მთავარია გჯეროდეს“, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ.
ჩვენი მთავარი მესიჯით „მთავარია გჯეროდეს“ გვინდა ვთქვათ - მთავარია ჩვენი თავის დავაჯეროთ, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, ამას თუ დავაჯერებთ, მგონია, რომ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.
„თიბისი“ 90-იანი წლების დასაწყისში 250 ბანკს შორის ყველაზე პატარა ვიყავით. გუნდურობით იმ მომენტში დავისახეთ შეუძლებელი, მაგრამ მთავარი იყო, რომ გვჯეროდა, ამას გავაკეთებდით და 6-7 წელიწადში TOP-10 ბანკში შევედით. მომხმარებელზე ორიენტირებულობა მომსახურების სფეროში სიახლე იყო. თიბისიმ ეს დანერგა - მომღიმარი სახეებით მომხმარებელთა ურთიერთობა, ამის გაკეთება თითქოს იმჟამინდელ საქართველოში შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ დავიჯერეთ ეს და ეს გავაკეთეთ. ასე გავიარეთ მეორე ეტაპი. მესამე ეტაპი იყო, როდესაც ვთქვით, რომ არ გვინდოდა მხოლოდ ბანკი ვყოფილიყავით და მომხმარებლისთვის ყველანაირი ფინანსური მომსახურება უნდა მიგვეწოდებინა - გავაკეთეთ ჩვენი სადაზღვევო, სალიზინგო კომპანია, საბროკერო და საინვესტიციო ბანკი.
ამის შემდეგ იყო ის, რომ ისეთ სეგმენტებში შევსულიყავით, სადაც არ ვიყავით - შევიძინეთ „კონსტანტა“ და „რესპუბლიკა ბანკი“. ფაქტობრივად ამით ქვეყანაში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი გავხდით... მაგრამ ერთ კვირაში, როცა ამ მიზანსაც მივაღწიეთ დავსხედით და ვიფიქრეთ, 4 მლნ მოსახლეობის ქვეყანაში შემდეგი რა უნდა გაგვეკეთებინა? დავისახეთ მიზანი - მომავალი 5 წლის განმავლობაში 10 მლნ მომხმარებელი გვყოლოდა. იმ შემთხვევაში შეიძლება გიჟური იყო, მაგრამ აქაც დავაჯერეთ ჩვენი თავი, რომ მთავარი იყო დაგვეჯერებინა. ამის შედეგია, რომ დღეს უზბეკეთის ჩათვლით 20 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და ყოველ თვე ამ ქვეყანაში ჩვენს სხვადასხვა მომსახურებას ყიდულობენ მომხმარებლები.
ეს არის პასუხი თიბისელებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ მთავარია გჯეროდეს და ზღვრები არ არსებობს. არ არსებობს ზღვრები კონკრეტულ ინდუსტრიაში, საქართველოში თუ დავაჯერებთ ჩვენ თავს რომ უნდა გავაკეთოთ ზღვრები არ არსებობს, ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ გავიდეთ, სადაც ძალიან დიდი შესაძლებლობებია“, - განმარტა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი მომავალზე და სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ეპოქაში, ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე ამახვილებს ყურადღებას და კითხვას - „თიბისის“ გამოცდილების გათვალისწინებით, რატომ გახდა ახალი მესიჯი ბრენდის მომავლის მთავარი სათქმელი, ასე პასუხობს : „ყველა კომპანია გადის ტრანსფორმაციას. ჩვენი კომპანიაც ზრდასთან ერთად ტრანსფორმირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვამბობთ, რომ საფინანსო სექტორში მომუშავე ტექნოლოგიური კომპანია ვართ. 12 000 თიბისელიდან ტექნოლოგიურ მიმართულებაში 4 000 თიბისელია ჩართული. ჩვენ აღარ ვართ სტანდარტული ბანკი. მთავარია ჩვენი თავი დავაჯეთოთ და მთავარია გვჯეროდეს, რომ მომავალი 3-5 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია მნიშვნელოვნად ტრანსფორმირებული იქნება, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ ტექნოლოგიები data-ს მიმართულებით ისე სწრაფად ვითარდება, რომ გვინდა ტექნოლოგიური ბაზა მომზადებული გვქონდეს, რათა რაღაც სწრაფად რომ განვითარდება, სწრაფი რეაქცია მოვახდინოთ. ჩვენ ამისთვის წლებია ვემზადებით და მგონია, რომ ჩვენი კომპანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ უზბეკეთშიც მზად იქნება ამისთვის“.




























