მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარია, საქართველოს არჩეული კურსი ოდნავაც არ გამრუდდეს" - ირაკლი მენაღარიშვილი

მენაღარიშვილი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ირაკლი მენაღარიშვილი BMGtv-სთან აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ღიად აპროტესტებს, საქართველოს ევროპულ არჩევანს საფრთხე არ ემუქრება.

"სანამ, ქართველი ადამიანი მზად არის, მიტინგზე გამოსვლით, ან იმისთვის, რომ ნებისმიერი სხვა გზით წინ აღუდგეს მათ შორის საკუთარი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს ამ[ევროპულ] სტრატეგიას საფრთხე არ ემუქრება. ეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ფეხი ფეხზე უნდა გადავიდოთ და ვუსტვინოთ. შრომა, მუშაობა და ზოგჯერ ბრძოლაც არის საჭირო", - ამბობს მენაღარიშვილი.

საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი არ გადაიხედება.

"უდავოდ ფრთხილი ვარ, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ მთავარია, საქართველოს არჩეული კურსი ოდნავაც არ გამრუდდეს. მე ღრმად მწამს, რომ ეს არ მოხდება", - ამბობს ის.

მენაღარიშვილი ვერ ხსნის, რა საჭირო იყო მაშინ ე.წ გამჭვირვალობის კანონის ინიცირება და ამბობს, რომ ამის შესახებ კითხვები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან უნდა დაისვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები