მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავარია თავი არ მოგაბეზროთ"

5b334ab2a8cec
თათია ჩაფიჩაძე
27.06.18 12:23
450
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირობა დადო, რომ მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები გაგრძელდება. ბახტაძემ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას რეგიონების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა მათი განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

„გპირდებით, რომ რეგიონებში ინტენსიური სიარული გვექნება, მთავარია თავი არ მოგაბეზროთ. აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ნებისმიერი ახალგაზრდა შეძლებს იგრძნოს, რომ ქვეყანაში არსებობს გარემო, სადაც ის შეძლებს თავის ნიჭისა და პოტენციალის გამოყენებას.

ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება თვითკმარი. იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი გარემო, სადაც ბაღიდან დაწყებული უნივერსიტეტით და პროფესიული სასწავლებლით დამთავრებული, ადამიანები შეძლებენ განათლების მიღებას, კულტურის და ფასეულობების შეგრძნებას, ეს უნდა იყოს გაერთიანებული ერთი საერთო ქოლგის ქვეშ. ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რის გამოც ჩვენს ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, ეს საცურაო კომპლექსიც დაგვეხმარება და ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი სადაც ჩვენ ამას ავაშენებთ.“ - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები