მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავაზობენ კორპუსების აშენებას - რა ბედი ელის "ავერსის" ტერიტორიას ინფექციური საავადმყოფოს გადასვლის შემდეგ?

ინფექციური საავადმყოფო

ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე აცხადებს, რომ „ავერსის“ კლინიკის შენობის ტერიტორია, სადაც ამ დრომდე ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებს, ახალ შენობაში მისი გადასვლის შემდეგ, მხოლოდ სამედიცინო მიზნებით იქნება გამოყენებული.

როგორც კურტანიძემ BMGTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, არაერთი შეთავაზება მიიღო, რომ ტერიტორიაზე კორპუსები აშენდეს, თუმცა მას ეს მიზანი არ აქვს.

„აუქციონზეც, 2009 წელს და დღესაც, ამ ტერიტორიას აქვს სპეციალური სტატუსი, ანუ მხოლოდ სამედიცინო მიზნებით შეიძლება მისი გამოყენება. წლების მანძილზე ძალიან ხშირად მოდიან დეველოპერული კომპანიები და მთავაზობენ, რომ ავაშენოთ კორპუსები, თუმცა არ მაქვს სურვილი სხვა რამ გავაკეთო. და მეორეც, ტერიტორიის დიდი ნაწილი არის რეკრეაციული ზონა და არ შეიძლება იქ რამის აშენება. მე ვაპირებ, იქ სამედიცინო დაწესებულებების აშენებას“, - განაცხადა პატა კურტანიძემ.

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.

2020 წლის ზაფხულში ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააანონსა. მალევე ცნობილი გახდა, რომ 33 მილიონ ლარად დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა იყო შეძენილი, თუმცა ამ დრომდე ადგილზე სარემონტო სამუშაოები არ დაწყებულა, შესაბამისად, ინფექციური საავადმყოფო ფუნქციონირებას ისევ ყაზბეგის გამზირზე განაგრძობს.

ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები